2023-03-08 01:02:16, 1323 ნახვა
საზოგადოება
„გირჩი-მეტი თავისუფლება“ - აქციაზე სპეცრაზმმა ზურა ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი დააკავა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და პოლიტიკოსი, ნიკა მოსიაშვილი დაკავებულები არიან,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" სოციალურ ქსელში ავრელებს.
მათი ცნობით, ისინი სპეცრაზზმა ძალის გამოყენებით შეიყვანა პარლამენტის ეზოში
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გირჩის პოლიტიკოსი, ნიკა მოსიაშვილი დაკავებულები არიან!
ისინი სპეცრაზზმა ძალის გამოყენებით შეიყვანა პარლამენტის ეზოში",- აცხადებენ პარტიაში.
შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება ამ წუთებში უკიდურესად დაძაბულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,