2023-03-07 23:25:36, 1251 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის უწყება - სოციალურ ქსელში თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ, რაც სიცრუეა, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.
"სოციალურ ქსელში, ყალბი გვერდების გამოყენებით ვრცელდება დეზინფორმაცია, თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,