|
2023-02-28 14:42:36, 1152 ნახვა
საზოგადოება
1 მარტიდან, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საქართველოში საქართველოს ფოსტა ჩაატარებს
„მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეათედ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს. "საერთაშორისო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრი 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსს. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი მონაწილეობს. სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას. დაჯილდოვდება ყველა მონაწილე. გამოვლინდება საუკეთესო სამეული, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. 2023 წლის საკონკურსო თემაა „წარმოიდგინე, რომ ხარ სუპერ გმირი და შენი მისია არის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გახადო უსაფრთხო ყველა გზა ბავშვებისთვის. მიწერე წერილი სასურველ პიროვნებას და ახსენი, თუ რა სუპერ ძალები დაგჭირდება, შენი მისიის შესასრულებლად“ ("Imagine you are a super hero and your mission is to make all roads around the world safer for children. Write a letter to someone explaining which super powers you would need to achieve your mission"). კონკურსის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 2023 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, ქალაქ ბერნში, შვეიცარია. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 9 - 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინება: • სავალდებულოა, ნაშრომში შენარჩუნებული იყოს წერილის ფორმა. ნამუშევრების მიღების თარიღი: 2023 წლის 1 მარტიდან. საკონკურსო ნამუშევრის ელ. ფოსტაზე და საფოსტო სერვისცენტრში მიღების საბოლოო თარიღია 2023 წლის 1 აპრილი.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)