2023-02-15 13:38:01, 873 ნახვა
საზოგადოება
მინდელის ხიდიდან ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთამდე ავტომანქანების გადაადგილება 1-ელ აპრილამდე ნაწილობრივ შეიზღუდება
ბელიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დღეიდან 1-ელ აპრილამდე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება მინდელის ხიდიდან ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთამდე.
თბილისის მერიის ცნობით, ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში, 23:00 საათიდან 07:00 სთ-მდე იწარმოებს, ხოლო დღის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური მოძრაობისას, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება და გადაადგილება შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების განხორციელების პერიოდში ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ უცვლელად, არსებული სქემის შესაბამისად.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),