10:49 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-12 10:42:53, 1035 ნახვა

საზოგადოება
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მეხუთე მოქალაქე დაიღუპა

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქ. გაზიანტებში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ. გარდაცვალების შესახებ.

დადასტურებული ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა. 

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დადასტურებულმა მსხვერპლთა რაოდენობამ 25 ათას ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. დეპარტამენტის ცნობით, 80 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ეს მაჩვენებლები, ექსპერტების აზრით, გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის  შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
FT: ევროკავშირი რუსეთის მიერ იმპორტის აკრძალვის შემდეგ სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო დახმარების ზომებს ამზადებს
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics