2023-02-02 12:45:01, 784 ნახვა
საზოგადოება
NDI - მოსახლეობის 81% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას,ხოლო 73% - NATO-ში
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, NATO-ს მხარდაჭერა საქართველოში სტაბილურად მაღალია.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 73% თვლის, რომ საქართველო NATO-ს წევრი უნდა გახდეს, 14% წინააღმდეგია, ხოლო 11%-მა არ იცის.

კვლევის თანახმადვე, ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა და ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა. მოსახლეობის 81% თვლის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, 9% წინააღმდეგია, ხოლო ასევე 9%-მა არ იცის.

ცნობისთვის, NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგების ანგარიში 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 519 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6
ავტორი: ექსპრესნიუსი,