11:37 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 12:20:13, 419 ნახვა

საზოგადოება
საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 1-ელ თებერვალს დაიწყო და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეირჩა და გამოქვეყნდა მეშვიდე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 1-ელ თებერვალს დაიწყო და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. 

"გამოქვეყნებულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 83 ერთეული საძოვრის მონაცემები. მათ შორის, დედოფლისწყარო - 12, საგარეჯო - 3, თელავი - 3, სიღნაღი - 3, ყვარელი - 5, ახმეტა - 4, ასპინძა - 1, ახალციხე - 1, ნინოწმინდა - 6, დმანისი - 16, თეთრიწყარო - 1, წალკა - 2, მცხეთა - 1, ყაზბეგი - 1, გორი - 3, კასპი - 1, ქარელი -2, წყალტუბო - 13, ბაღდათი - 1, სენაკი -2, ონი - 2.

2022 წლის 28 მარტიდან, სააგენტომ შეარჩია და ექვს ეტაპად გამოაქვეყნა აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების მონაცემები. ჯამში, ინტერესი გამოიხატა 212 კოდზე და მასთან დაკავშირებული მონაცემები გადაიგზავნა ქონების ეროვნულ სააგენტოში. პირდაპირი წესით გადაცემას დაექვემდებარა 119 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 12 650 ჰა; ხოლო აუქციონის წესით გადაცემას - 93 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 14 495 ჰა. ქონების ეროვნულ სააგენტოში ჩატარებულია აუქციონები 86 მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართობით 133 271 ჰა. იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 46 (6183 ჰა.) მიწის ნაკვეთზე. ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი დამატებით 27-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა
როთი კობახიძეს - გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი!
სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics