17:53 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 10:30:17, 449 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს, მიმდინარე წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კომუნიკაცია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. მზად ვართ, მოვისმინოთ თითოეულ სექტორში არსებული გამოწვევა და, ასოციაციებთან ერთად, დავგეგმოთ მათი გადაჭრის ისეთი გზები, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს. ასოციაციის წარმომადგენლებმა მარცვლეული კულტურების, რძის, მესაქონლეობის, დაფნის, კაკლოვანი კულტურების, პურის, ზეთისხილის, თაფლის, თევზისა და კვერცხის წარმოების, მეცხვარეობისა და მეფუტკრეობის განვითარების შედეგებზე და არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში ადგილობრივი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით ზრდის მუდმივად მზარდი ტენდენცია ფიქსირდება.

ამასთან, საუბარი შეეხო მესაქონლეობისა და აკვაკულტურის სექტორის პოტენციალს და განვითარების მნიშვნელობის საკითხებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დარგის საჭიროებების და ინიციატივების განხილვის მიზნით, სამინისტრო ყოველთვის მზად არის ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდეს. კერძო სექტორის ჩართულობით ახალი წინადადებების, მხარდამჭერი ღონისძიებების და საკანონმდებლო რეგულაციების განხილვა სამინისტროში დანერგილი წარმატებული მიდგომაა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე - როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს
ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics