17:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-29 13:20:24, 1140 ნახვა

საზოგადოება
ალასანია - ჩვენი თხოვნაა, სააკაშვილს გადაუვადონ სასჯელი, მერე თვითონ გადაწყვეტს სად წავიდეს

ჩვენი თხოვნაა, რომ გადაუვადონ სასჯელები, მერე თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

ალასანიას თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, აქვს ძლიერი ხველება და მაღალი ტემპერატურა. 

"კრიტიკული დღეები გვაქვს, მაღალი ტემპერატურა და ხველება ძალიან ძლიერი. გადაადგილდება ინვალიდის ეტლით, ორ ნაბიჯს ვერ ადგამს აბაზანამდე. ლამის ჩემი წონა გახდა ამ სიმაღლე ადამიანი. 

საერთოდ ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელები. მერე თვითონ ადამიანი რომ იქნება თავისუფალი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს. იქნებ აქ რჩება? არ ვიცი. იქნებ აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებს. არ ჭამს კი არა ვერ ჭამს. რამდენჯერ გავიმეორო ერთი და იგივე?!",- განაცხადა ალასანიამ. 

ცნობისთვის, 24 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს რეანიმაციაში გადაყვანა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics