19:15 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 10:40:51, 1120 ნახვა

საზოგადოება
ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის მხარდაჭერას ომის დაწყების პირველი დღეებიდან სხვადასხვა აქტივობით გამოხატავს. ზამთრის დადგომასთან ერთად, უკრაინაში ელექტროსადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ, ქვეყნის ენერგომომარაგებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა, მათ შორის სასიცოცხლო ობიექტების: საავადმყოფოების, პურის ქარხნების და სკოლების გამართულ ფუნქციონირებას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობამ სოლიდარობის აქციის ფარგლებში „დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრაინას“ რამდენიმე კვირაში ნახევარი მილიონის ლარის მობილიზება მოახდინა, ჰუმანიტარულ აქციას ქართული ბიზნესიც შეუერთდა.

კომპანია GM Pharma (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300 - 300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები დეკემბერში ჩავიდა უკრაინაში, ამ კვირაში მეორე პარტიის მიწოდება გახდა შესაძლებელი. ჯამში, უკრაინას მიეწოდა 290 კვ.ა. სიმძლავრის ინდუსტრიული გენერატორი,  6,5კვ.ა. სიმძლავრის 41 ცალი, 110 კვ.ა. 4 ცალი და 55 კვ.ა. სიმძლავრის გენერატორი.  

მიმდინარე ომის გათვალისწინებით, მკაცრი ზამთრის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანური თანადგომა და სოლიდარობა. ამ მიზნით, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საქართველოს საზოგადოება და ქართული ბიზნესი კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics