19:15 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 15:28:23, 824 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი - ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, აუცილებელია, ბიზნესპროცესების მაქსიმალურად ჩანაცვლება ავტომატიზებული სისტემებით

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, აუცილებელია, ბიზნესპროცესების მაქსიმალურად ჩანაცვლება ავტომატიზირებული პროცესებით,  - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას, ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის დანერგილმა სტანდარტებმა დადებითი როლი ითამაშეს საქართველოს საბაჟოს მზაობის კუთხით პანდემიის პერიოდში, როცა დოკუმენტების ფიზიკურად წარდგენის ნაცვლად, მონაცემთა ელექტრონულად წარდგენის პრაქტიკა სავალდებულოდ ამოქმედდა.

„აღნიშნულმა განაპირობა პანდემიის პერიოდში საბაჟო პროცედურების შეუფერხებლად განხორციელება. ეს გაფიცრულებისკენ მიმართული მოდერნიზების გზის მხოლოდ დასაწყისი იყო. თანამედროვე მოთხოვნები უფრო მეტი და შინაარსობრივად უფრო რთული ამოცანების წინაშე გვაყენებს. აუცილებელია, ბიზნესპროცესების მაქსიმალურად ჩანაცვლება ავტომატიზირებული პროცესებით, ცხადია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. დღეს წარმოგიდგენთ ასეთ საინტერესო პროექტს  - პირველ ციფრულ მებაჟე ოფიცერს და ვიმედოვნებ, რომ ისიც წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics