|
2023-01-26 12:47:49, 831 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ექიმს ან ექთანს სააკაშვილის გონების კარგვა არ დაუფიქსირებია
"ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კლინიკის ექიმებსა და ექთნებს მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდი არ დაუფიქსირებიათ. როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ისტორიაში ნაჩვენებია, რომ "ეს არის პაციენტის გადმოცემით", თუმცა, შემთხვევა არ ყოფილა. "რაც შეეხება გონების კარგვის ეპიზოდებს, ეს რამდენიმე დღეა ჟღერდება, არც ერთ შემთხვევაში, ექიმის, ექთნის მიერ დაფიქსირებული გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა. 24 საათი ექთანი არის ადგილი, პაციენტზე პერსონალური ექთანია მიმაგრებული. მე გეუბნებით რეალობას და ვის რა რეალობა აწყობს, ეგ ცალკე საკითხია. ისტორიაში ფიქსირდება, რომ ეს არის ავადმყოფის გადმოცემით, მაგრამ დაფიქსირებული არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა", - ამბობს ზურაბ ჩხაიძე. მისი თქმით, კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილის რესპირატორული და ყველა სხვა ტიპის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. "პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები არის სტაბილური. ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება პაციენტს. აქედან გამომდინარე, რაც განაცხადა ადვოკატმა, რომ სარეანიმაციო პაციენტია, ეს არის ადვოკატის ხედვა. პაციენტი კონსულტირდება ყოვედღიურად სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ და მისი პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, ამიტომ აგრძელებს მკურნალობას პალატაში. კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. არის მსუბუქი გამოვლინება და როგორც გითხარით, რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და სხვა დანარჩენი მაჩვენებლებიც არის ნორმის ფარგლებში. რისკებზე მე ვსაუბრობ ზოგადად იმიტომ, რომ კოვიდს, ზოგადად, ახასიათებს გართულებები. მით უმეტეს ამ შემთხვევაში, როდესაც არის სხვა თანმხლები დაავადებები, არ არის რამე გართულებაც გამორიცხული, მაგრამ ამ ეტაპზე, არანაირი მიმანიშნებელი იმისა, რომ გართულებასთან გვაქვს ან გვექნება საქმე, არ არის", - განაცხადა ჩხაიძემ.
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)