23:10 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 13:29:17, 1024 ნახვა

საზოგადოება
DRI - მოძალადე ჯგუფების თავდასხმები ხელისუფლების წახალისებულია

მოძალადე ჯგუფების თავდასხმები ხელისუფლების წახალისებულია,- ასე აფასებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)  ყვარელში, ევროატლანტიკურ ცენტრთან მომხდარს, სადაც ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

არამათავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ხშირად ხდებიან მმართველი პარტიის წახალისებული მოძალადეების თავდასხმის მსხვერპლი.

"ბოლო წლების განმავლობაში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ხშირად ხდებიან მმართველი პარტიის წახალისებული მოძალადეების სიტყვიერი ან/და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი. ხელისუფლებამ 2021 წლის 5 და 6 ივლისს ჩადენილი ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობით, თავისუფლად მოქმედებისკენ წაახალისა მოძალადე ჯგუფები. ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო ორგანოების არაეფექტური მოქმედებამ გააძლიერა ეჭვი, რომ ხელისუფლება შეიძლება თავისი პარტიული მიზნებისთვის იყენებდეს მოძალადე ჯგუფების ორგანიზატორებს.

გამოხატვის თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა.  ყვარელში მომხდარი თავდასხმის დროს აშკარა იყო სამართალდამცავების უმოქმედობა.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამართალდამცავების განზრახ უმოქმედობამ ხელი შეუწყო მოძალადე ჯგუფებს, მიეღწიათ მიზნისთვის და შეეზღუდათ ლევან ბერძენიშვილის გამოხატვის თავისუფლება",- აღნიშნული განცხადებაში. 

DRI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • უარი თქვას მოძალადე ჯგუფების წახალისების აშკარა პრაქტიკაზე.
  • ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა არაორაზროვნად და ცალსახად დაუჭირონ მხარი გამოხატვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობას.
  • სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და მყისიერად მოახდინონ რეაგირება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევებზე. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics