23:25 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-14 11:54:04, 1268 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიის ინსტრუქტორებმა აშშ-ში საბაზისო მომზადების კურსი წარმატებით დაასრულეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორებმა - ნინო ქარცხიამ და ირაკლი ცაგურიამ აშშ-ის ილინოისის შტატის პოლიციის აკადემიის 14-კვირიანი საბაზისო მომზადების კურსი წარმატებით დაასრულეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, კურსის დახურვისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე მიწვეული იყო საქართველოს შსს-ს აკადემიის დელეგაცია, რექტორის - ივანე პაპიაშვილის ხელმძღვანელობით.

"აღნიშნული კურსი საქართველოს შსს-ს აკადემიასა და აშშ-ის ილინოისის შტატის პოლიციის აკადემიას შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსთან (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, პირველად განხორციელდა.

ქართველი ინსტრუქტორები აშშ-ში მიღებულ ცოდნას შსს-ს აკადემიაში არსებული სასწავლო პროცესის მოდერნიზაციისთვის გამოიყენებენ.

კურსის დახურვის ცერემონიის პარალელურად, ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაცია ილინოისის შტატის პოლიციის აკადემიისა და პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას გაეცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს პოლიციელთა განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics