02:27 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-06 20:19:02, 957 ნახვა

საზოგადოება
ქართველი ტრანსგენდერის ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა

ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. 

უწყების ინფორმაციით, ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება. 

"ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა." - უთხრეს "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიზა ქისტაური წამებით იყო მოკლული. ამავე ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალი სავარაუდოდ მისმა პარტნიორმა მოკლა, რომელთან ერთადაც იყო გაუჩინარებული დეკემბრის ბოლო დღეებიდან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics