14:50 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-31 17:20:39, 1018 ნახვა

სპორტი
რა მოხდა სპორტში ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ - 2022 წლის შეჯამება

2022 წელი როგორც მსოფლიო ისე ქართული სპორტისთვის დასამახსოვრებელი და გამორჩეული აღმოჩნდა, მიუხედავად კოვიდ პანდემიისა, სპორტული "შოუ" გაგრძელდა და არაერთი გონებიდან ამოუშლელი კადრი აჩუქა სპორტის მოყვარულებს. ამ წლის მთავარი მოვლენები ზამთრის ოლიმპიური თამაშები, პარაოლიმპიადა პეკინში, ფიფას მსოფლიო თასი და თანამეგობრობის თამაშები გახლდათ.

2022 წელი დასასრულს მიუახლოვდა, გადავხედოთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც წელს მოხდა.

ფეხბურთი

ერთა ლიგის C ლიგის მეოთხე ჯგუფში საქართველოს ნაკრები 16 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, 6 დან 5 შეხვედრა მოიგო და 11 მატჩიანი დაუმარცხებელი შეხვედრების ახალი რეკორდული სერია დაამყარა.

გურამ კაშიამ საქართველოს ნაკრების ფორმით ჩატარებული მატჩების ახალი რეკურდული მაჩვენებელი 101-ე თამაშით დააფიქსირა.

წლის მოვლენად თავისუფლად შეგვიძლია დავასახელოთ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი იტალიურ „ნაპოლში“, მის მიერ იტალიური საკლუბო მაისურით გატანილი პირველი გოლი, გახდა საწყისი, ქვეყნის გაერთიანების ქომაგთა ასპარეზზე.

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი პირველად 27 აპრილს ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადაასტურა. ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლთან“ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენდა.

კვარაცხელიას ფენომენალური თამაში არც მსოფლიო დონის ფეხბურთელების ხედვის არეალიდან გამორჩენილა, მასზე საუბრობდნენ და წერდნენ ცნობილი სპორტული გამოცემები მას „კვარადონაც“ კი შეარქვეს, ფეხბურთის ლეგენდასთან დიეგო მარადონასთან პარალელის გასავლებად.

„კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, ამ ბიჭის ფანტაზია ყოველთვის მაოცებს ის განსხვავდება სხვა ფეხბურთელებისგან, თამაშის დროს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, რასაც სხვა ვერ შეძლებს.“ - განაცხადა ფეხბურთის ლეგენდამ, კაკამ.

ხვიჩამ სერია A-ს 12 შეხვედრაში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დააფიქსირა.

ხვიჩა და „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის წლის აღმოჩენად იქცნენ.

კალათბურთი

თბილისმა „Euro Basket”-ის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლა, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ესპანეთთან, ბელგიასთან, თურქეთთან, მონტენეგროსთან და ბულგარეთთან ერთად მოხვდა, მაგრამ ვერ მოახერხა სასურველი შედეგის დაფიქსირება და ჯგუფური ეტაპი 1 მოგებით და 4 მარცხით დაასრულა.

თბილისში ჩატარებულ „Euro Basket“-ს, სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია, საქართველო თურქეთის მატჩში დაპირისპირება დუდა სანაძესა და ფურკან ქორქმაზს შორის მოხდა, რის შემდეგაც არბიტრებმა ორივე კალათბურთელს დაატოვებინა სათამაშო მოედანი.

ამის შემდგომ თურქეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ გასახდელისკენ მიმავალ ქორქმაზს თავს ქართველი კალათბურთელები გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია და დუდა სანაძე მოედნის დაცვასთან ერთად თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. FIBA-მ ამ ინციდენტის გამო, კალათბურთელებს ფინანსური ჯარიმები დააკისრა.

2022 წლისთვის ასევე გამორჩეული მომენტი ქართული კალათბურთის ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამოდგა, სადაც საქართველომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა.

რაგბი

2022 წელი ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო წელია, რომელმაც არაერთი წარმატება მოუტანა ნაკრებს, წელი საოცარი მოვლენით დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა იტალიის ნაკრებთან გამარჯვება მოიპოვა, ეს არ იკმარა და მსოფლიო რაგბის ფენომენალური უელსის ნაკრები მისსავე მოედანზე დაამარცხა.

18-წლამდელთა ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 34:10 დაამარცხეს და ზედიზედ მეოთხედ მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

საქართველოს რაგბის კავშირის მიერ დაკონტრაქტებული მორაგბეების კლუბმა "შავმა ლომმა", ზედიზედ მეორედ მოიგო "რაგბის ევროპის სუპერ თასი".

საქართველოს რაგბის ფედერაციას 2023 წლისთვის გამარჯვებების მორიგი სერიის იმედი აქვს "რაგბი ევროპას" ტურნირზე.

ამის პარალელურად წარმატებები ჩვენმა ქვეყანამ ძალოსნურ სპორტშიც ჰპოვა

2022 წლის წარმატებები მაისში დაიწყო, როდესაც ლაშა ტალახაძე ევროპის წლის უძლიერეს ძალოსნად დასახელდა.

ძალოსანთა საერთაშორისო ფედერაციამ, გიორგი ასანიძე ამ სახეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სპორტული ღირსების ვერცხლის ვარსკვლავით დააჯილდოვა, გიორგის ხელმძღვანელობით საქართველოს ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის საერთაშორისო მეასე ჩემპიონატზე შეძლო 16 მედლის მოპოვება და გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს.

ქართველი გოლიათი ლაშა ტალახაძე, მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ორჭიდის ჯამით 466 კილოგრამით, ქართველმა კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა და კიდევ ერთხელ ააფრიალა ქართული დროშა და მოასმენინა მსოფლიოს ქართული ჰიმნი.

2022 წელი ქართული ძიუდოსთვისაც წარმატებული გამოდგა

საქართველოს ძიუდოს მამაკაცთა ნაკრებმა წელს 15 ოქროს, 11 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედლით საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიოს მასშტაბით რეიტინგში პირველი ადგილზე გავიდა.

2022 წელი პორტუგალიის გრან პრით დაიწყო 28 იანვარს, სადაც ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი ბერიაშვილმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, ამას მოჰყვა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პარიზის გრან სლემი, სადაც საქართველო ღირსეულად წარსდა და შეძლო ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების ჩამოტანა საქართველოში, ოქროს მედალოსანი ლაშა შავდათუაშვილი გახდა, ვერცხლს ტატო გრიგალაშვილი დასჯერდა, ხოლო ბრინჯაოს მედალს ჯაბა პაპინაშვილი დაეუფლა.

17-19 თებერვალს თელ ავივის გრან სლემი გაიმართა, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო, ოქროს მედალს ილია

სულამანიძე და გურამ თუშიშვილი დაეუფლნენ, ხოლო ვერცხლის მედალი ქალ ძიუდოისტს ეთერ ლიპარტელიანს ერგო.

2022 წლის ბოლოსწინა შეჯიბრი ტოკიოში გაიმართა, სადაც ლაშა ბექაური ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ახლა კი, რაც შეეხება ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრს, მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ტაშკენტში 6-12 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა შეძლო ოქროს მედლის მოპოვება, მასთან ერთად სამმა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა ასევე ბრინჯაოს მედალი, ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ 90 კილოგრამ კატეგორიაში, ხოლო გურამ თუშიშვილმა აბსოლუტურ +100 კილოგრამ კატეგორიაში შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება.

UFC

2022 წელი ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი წელი გამოდგა ქართველი მებრძოლებისთვის, რომან დოლიძე დაუმარცხებელი სერიებით, მერაბ დვალიშვილის ტრიუმფი ლეგენდერულ ჟოზე ალდოსთან, მატადორი ილია თოფურიას დაუვიწყარი ორთაბრძოლები.

მერაბ დვალიშვილმა 8 ორთაბრძოლა ზედიზედ მოიგო და აგრძელებს დაუმარცხებელ სერიებს.

წლევანდელი წელი ყველაზე წარმატებული რომან დოლიძესთვის აღმოჩნდა, ქართველმა მებრძოლმა UFC-ში სამი ბრძოლიდან სამივე დამაჯერებელად, დროზე ადრე დაასრულა. უნდა აღვნიშნოთ, რომ რომან დოლიძე TOP15 მებრძოლში შევიდა და ამჟამად იგი მერვე ადგილს იკავებს. UFC-მა კი ის წლის 10 საუკეთესო მებრძოლში დაასახელა.

რაც შეეხება ილია თოფურიას, მან წელს მსუბუქ წონით კატეგორიაში სადებიუტო ორთაბრძოლა ჩაატარა და დროზე ადრე, Knockdown-ით გამარჯვება მოიპოვა.

2022 წელი წარმატებული ვერ აღმოჩნდა გიგა ჩიკაძესთვის, რომელმაც UFC-ში  მხოლოდ ერთი ბრძოლა კელვინ კატრთან ჩაატარა და სამწუხაროდ ორთაბრძოლა მარცხით და ტრამვებით დაასრულა, რის გამოც ის ახლა სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

ახლა კი გადავიდეთ წყლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომელსაც ყველა ფეხბურთის ქომაგი ოთხი წლის განმავლობაში მოუთმენლად ელოდაა. 

მსოფლიო ჩემპიონატი, სპორტის მოვლენა, მუნდიალი ყატარში 2022

FIFA World Cup არის  სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟური შეჯიბრი მსოფლიოში. 32 ქვეყანის საფეხბურთო ნაკრები იბრძვის მსოფლიო ჩემპიონობის მოსაპოვებლად ფინალურ შეჯიბრში, რომელიც ტარდება ერთი თვის განმავლობაში FIFA-ს მიერ შერჩეულ მასპინძელ ქვეყანაში.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022 — ფიფას მსოფლიო თასის 22-ე გათამაშება, რომელიც ყატარში ჩატარდა. ტურნირის ფინალური ეტაპი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა და მასში 32-მა ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა.

64 მატჩი რეკორდული 172 გოლით, 12 წლის საფეხბურთო კრიზისის შემდეგ, ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა საბოლოოდ მიაღწია მწვერვალს და მაყურებელს მიანიჭა ის სიამოვნება, რის გამოც ოთხი წელი ლოდინი ღირდა.

მსოფლიო ჩემპიონატი გამოწვევებითა და სიურპრიზებით აღსავსე აღმოჩნდა, საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი ქვეყანა გერმანია, ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა მსოფლიო თასისთვის ბრძოლას, არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთთან მარცხით დაიწყო, ამასთან ერთად მუნდიალს სკანდალების გარეშეც არ ჩაუვლია. გერმანიამ მსოფლიო თასის პირველი თამაში პირზე ხელ აფარებული პროტესტით დაიწყო, რითაც შეეწინააღმდეგა FIFA-ს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გუნდის კაპიტნებს აეკრძალათ One Love (LGBTQ) სამკლავურების კეთება, რომელიც ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო იყო. ტურნირის დაწყებამდე არაერთმა ქვეყანამ, როგორებიცაა ინგლისი,ბელგია,შვეიცარია,უელსი და სხვა მათთაგანი, გამოაცხადეს, რომ აპირებდნენ სამკლავურის გაკეთებას, ვინაიდან ყატარი ასოცირებულია ადამიანის უფლებათა დარღვევის უამრავ ფაქტთან. საბოლოოდ, FIFA-მ არ დართო ნება კაპიტნებს სამკლავურის გაკეთების, ამის გამო ნაკრებები, რომლებიც აპირებდნენ ამ სახით სოლიდარობის გამოცხადებას უარი თქვეს სამკლავურზე.

ასევე იყო ბერძენი ევროპარლამენტარის სკანდალი, რომელსაც ბრალს სდებდნენ ქრთამის აღებაში, რომელშიც მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ყატარი. ევა კაილი მას შემდეგ გახდა ეჭვმიტანილი, რაც ბელგიელმა გამომძიებელმა მისი ჩემოდნიდან 1,5 მილიონი ევრო ამოიღო.

საბოლოოდ შედგა მსოფლიო ჩემპიონატის 22-ე ტურნირის ფინალი, სადაც ერთმანეთს მუნდიალის ორი გამორჩეული ნაკრები დაუპირისპირდა, არგენტინამ ფინალური მატჩი დამაჯერებლად დაიწყო და საფრანგეთთან 2-0 ანგარიშით დაწინაურდა, მაგრამ ფრანგმა კილიან მბაპემ სწრაფად შეცვალა თამაშის მიმდინარეობა და მეორე ტაიმში 92 წამში ორი გოლი გაიტანა. არგენტინის და საფრანგეთის ჭიდილი ძირითად დროში ვერ დასრულდა, თამაშის ბედი კი - პენალტების სერიამ გადაწყვიტა ანგარიშით 4-2 არგენტინის სასარგებლოდ. ამ გამარჯვებით მესიმ შეძლო თავისთვის ნანატრი ჯილდო მსოფლიო ჩემპიონატის თასი მოეპოვებინა, ხოლო მუნდიალის გამოკვეთილი თავდამსხმელი ფრანგი ფეხბურთელი კილიან მბაპე,ოქროს ბურთს დასჯერდა.

82 წლის ასაკში გარდაიცვალა ედსონ არანტის დო ნასიმენტო, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის პელეს სახელით იყო ცნობილი. 2021 წლიდან ლეგენდარული ფეხბურთელი ხანგრძლივად ებრძოდა კიბოს,თირკმელებისა და გულის პრობლემებს, მაგრამ საბოლოოდ ის დამარცხდა ამ მავნე დაავადებებთან ბრძოლაში. პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო (1958, 1962 და 1970). ამ ტრიუმფებიდან პირველში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა 17 წლის ბომბარდირი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics