|
2022-12-29 17:49:11, 904 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისთვის, ყველა არსებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადაცემის „ბიზნესპარტნიორი“ ეთერში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე ისაუბრა და მიღწეული შედეგები შეაჯამა. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგს მოიცავს. საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების სახით, დაახლოებით, 650 მლნ ლარზე მეტი თანადაფინანსება განხორციელდა. ბოლო წლების განმავლობაში, 40,000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროექტით და 5 მლრდ ლარის სესხები იქნა გაცემული. 2022 წელს, არა მხოლოდ შეღავათიანი აგროკრედიტის მიმართულებით, არამედ ყველა პროგრამის, მათ შორის „დანერგე მომავლის“, „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით“ სარგებლობისა და თანადაფინანსების კუთხით, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. ყველა ამ პროექტის დაფინანსება გავზარდეთ. მაგალითად, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის თანადაფინანსებისთვის 200 მლნ ლარი არის ბიუჯეტში გათვალისწინებული, ასევე არის „დანერგე მომავლის“ და გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამებშიც, სადაც ყოველწლიურად გვაქვს მზარდი ბიუჯეტი, ვინაიდან იზრდება მოთხოვნა. „დანერგე მომავლის პროგრამის“ ფარგლებში, თუ პირველ წლებში, 1500-2000 ჰა-მდე ბაღის გაშენებას ვაფინანსებდით, წელს, უკვე დაკონტრაქტებულია 3,500 ჰა-მდე ახალი ბაღის გაშენება. გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, ჩვენ შევძელით 220-მდე ახალი გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების განხორციელება. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 300 მლნ ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ბიუჯეტის წილი 100 მლნ ლარია. საწარმოების უდიდესი ნაწილი ექსპლუატაციაშია და მუშაობს, ნაწილი მშენებლობის პროცესშია. ამ მიმართულებით, 220 კონტრაქტიდან, 55-მდე მხოლოდ წელს არის გაფორმებული. აქაც მოთხოვნა მზარდია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისთვის, ყველა არსებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, სავარგულების აგროვადებში დამუშავების ხელშეწყობისთვის, მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა იმუშავებს. „პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, ბოლო 2 წელიწადში, შევძელით, რომ ქვეყანაში შემოგვეყვანა 150 მლნ ლარის ღირებულების ახალი ტექნიკა, რომლისთვისაც 50 მლნ ლარი გამოიყო და 1 200-ზე მეტი გამწევი ტექნიკა შემოვიდა ქვეყანაში. მომავალი წლისთვის, 17 მლნ ლარი გვაქვს გამოყოფილი, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ფერმერების დაფინანსება და მხარდაჭერა როგორც მოსავლის ამღები, ისე სხვა სახის ტექნიკით უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)