07:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 12:01:29, 792 ნახვა

საზოგადოება
1-ელი იანვრიდან შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge ხელმისავწდომი ხდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან, უახლესი ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, infohub.rs.ge წარმოადგენს ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიან სისტემას, სადაც ცენტრალიზებულად იქნება გაერთიანებული სხვადასხვა ტიპის მონაცემი.

"აღსანიშნავია, რომ ახალი პროგრამული უზრუნველყოფის  ამოქმედების შემდეგ,  ყველა მომხმარებლისთვის ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება,  ხოლო თავად ინფორმაციის მიღების პროცესი  მნიშვნელოვნად გამარტივდება.

Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად განახლებადია, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის: საკანონმდებლო აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მეთოდური მითითებები, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოების და სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა. 

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული საინფორმაციო ბაზა - Infohub  ხელს შეუწყობს სისტემური და ერთგვაროვანი საგადასახადო პრაქტიკის არსებობას, ის  შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირს  მოიძიოს, დაამუშავოს და გააზიაროს მისთვის საინტერესო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

აქვე გაცნობებთ, რომ Infohub-ის შექმნის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  მხარდაჭერით, შემოსავლების სამსახურში 2021 წლიდან მიმდინარეობს", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics