|
2022-12-27 16:11:26, 1226 ნახვა
საზოგადოება
იზრუნე ჯანმრთელობაზე მარტივად REDMED-თან ერთად
ყოველი ჩვენთაგანი გამუდმებით ვცდილობთ, რომ ჩვენი ყოველდღიურობა მაქსიმალურად მარტივი და მოსახერხებელი გავხადოთ. ამის მთავარ მიზეზს კი უკანასკნელ წლებში დაჩქარებული ცხოვრების წესის გამო დროის დეფიციტი და გადაადგილების სირთულე წარმოადგენს. ექიმის, ლაბორატორიის ან აფთიაქის სახლში გამოძახება, სპეციალისტთან ვიდეო ან აუდიო კონსულტაცია, აპლიკაციის საშუალებით ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა, საზღვარგარეთ მყოფ სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლა, ეს იმ სერვისების ჩამონათვალია, რომლებიც მხოლოდ ერთი პლატფორმის ქვეშ არიან გაერთიანებულები. REDMED-ი წარმოადგენს უნივერსალურ სამედიცინო სერვისების პლატფორმას, რომელიც აერთიანებს 20-მდე სპეციალობის 300-მდე ექიმს, საქართველოსა თუ საზღვარგარეთ. ის მორგებულია არსებულ სფეროში აუცილებელი ყველა სახის მომსახურეობის მარტივად ხელმისაწვდომობასა, დაგეგმვასა და კომფორტულად წარმართვაზე. REDMED-ის პლატფორმის დახმარებით პარტნიორ ლაბორატორიებში 900-მდე კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. ამ პროცესს უფრო მარტივს ხდის ლაბორატორიაში ვიზიტის დაჯავშნა ან სასურველ დროს გამოძახება სახლში აპლიკაციის დახმარებით. აპლიკაციის კომფორტული ფორმატი სპეციალისტთან კონსულტაციის დაგეგმვაშიც გვეხმარება, რაც თავიდან გვარიდებს ქოლ ცენტრში მოლოდინის რეჟიმში ყოფნას და დროის გადამეტებულ ხარჯვას. ექიმთან კონსულტაციის დასაგეგმად საჭიროა მხოლოდ ძიების ველში ჩაწეროთ სასურველი კლინიკა, სპეციალისტი და აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო. სპეციალისტის გამოძახება სახლში ამარტივებს მასთან კონსულტაციის პროცესს და გეხმარებათ მოახდინოთ პირდაპირი კონტაქტი წინასწარ განსაზღვრული დროით, სახლიდან გაუსვლელად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი შესაძლებლობა გეძლევათ 7 დღის მანძლზე დაამყაროთ ექიმთან კონტაქტი აპლიკაციის დახმარებით. დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციას REDMED-ის აპლიკაციაში მიიღებთ ექიმისგან. დაზღვეული პაციენტებისთვის ექიმთან კონსულტაციის თანმდევ დისკომფორტს სადაზღვეო დოკუმენტაციების მენეჯმენტი წარმოადგენს. REMDED-მა ამ პრობლემასაც გამოუძებნა მოგვარების გზა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, თქვენგან დამოუკიდებლად ვიზიტის შემდგომ ელექტრონულად მოგაწვდით ყველა საჭირო დოკუმენტაციას. REDMED-ის ერთ-ერთი უპირატესობა არის სწორედ კომფორტული აპლიკაციის მეშვეობით სააფთიაქო პროდუქტების შეკვეთა, სასურველ დროსა და ადგილას, რაც პროცესს უფრო მარტივს ხდის. REDMED-ი ზრუნავს რათა შესაძლებლობა მოგეცეთ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოთ კონსულტაცია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი წამყვანი სპეციალისტებისგან ამერიკიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან, ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: გინეკოლოგია, რადიოლოგია, უროლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, გერიატრია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგია და ნევროლოგია. დანიშნულებებისა და დაზღვევისთვის საჭირო დოკუმანტეციას კი REDMED–ის საშუალებით მიიღებთ. გამოიყენეთ შესაძლებლობა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე უფრო მარტივად REDMED-თან ერთად, მისი ინოვაციური პლატფორმის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)