05:38 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 18:05:37, 436 ნახვა

თამარ ბერუჩაშვილი: ჩვენი ამოცანაა, საქართველო ყურადღების ცენტრში მოვაქციოთ

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის შეფასებით, მიუნხენის 51–ე უსაფრთხოების კონფერენცია რთულ ფონზე მიმდინარეობს.
მან ყურადღება ძირითადად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა.
თუმცა, როგორც ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული დელეგაციის ამოცანაა, დაძაბულ პირობებში საქართველო ყურადღების ცენტრში მოექცეს.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უკიდურესად რთულ ფონზე მიმდინარეობს.  კრიზისი, უკრაინაში საომარი მოქმედებები, ზოგადად რუსეთთან ურთიერთობა და ევროპული უსაფრთხოების სისტემის გამოწვევები, ეს არის განსაკუთრებული ფოკუსი ყველა ლიდერის, ყველა მონაწილის.  ზოგადად ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევეცადოთ, ამ უკიდურესად დაძაბულ, რთულ პირობებში საქართველო ყურადღების ცენტრში მოვაქციოთ“, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა.     
მიუხენის 51–ე უსაფრთხოების კონფერენცის გახსნით სესიას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 9 თებერვალს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics