08:47 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-25 13:42:47, 971 ნახვა

საზოგადოება
არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ - ანი წითლიძე მე-11 დღეა შიმშილობს

 


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანი წითლიძე მე-11 დღეა პარლამენტში შიმშილობს. ის დღეს ექიმებმა მოინახულეს. 

ანა წითლიძე ამბობს, რომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს მანამ, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ.  

"ჩემი შიმშილობის მე-11 დღეს, მე მინდა ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია, გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ. მე არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ",- ამბობს ანი წითლიძე. 

როგორც პარლამენტში მისულმა ექიმმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი წყლის და ყავის გარდა არაფერს არ იღებს, რაც მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. 

"პაციენტი ძალიან მკაცრად შიმშილობს. საერთოდ არაფერს არ ღებს, ერთ ჭიქა ყავას და წყალს. უკვე საშიში ხდება, იმიტომ რომ წონის დეკომპენსაცია შეიძლება მოხდეს, რაც მისი სიცოცხლისთვის იქნება საფრთხე",- განაცხადა ექიმმა. 

ცნობისთვის, ანი წითლიძემ, ენმ-ის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად, შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 15 დეკემბერს დაიწყო. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics