10:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 10:10:45, 823 ნახვა

საზოგადოება
ხაჭაპურიძე - ჩართავენ თუ არა სააკაშვილს ჯერ ვერ გეტყვით, თუ არ ჩართავენ ეს მისი უფლებების დარღვევა იქნება

ჩართავენ თუ არა სააკაშვილს ჯერ ვერ გეტყვით, ეს გაირკვევა სასამართლო პროცესზე, თუ არ ჩართავენ მისი უფლებების დარღვევა იქნება,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის სიცოცხლე ახლა საფრთხეშია, ამიტომ პროცესი გაგრძელდება და მოწმეები დაიკითხებიან.

„პროცესზე ჩართავენ თუ არა სააკაშვილს ჯერ დანამდვილებით ვერ გეტყვით, ეს გაირკვევა სასამართლო პროცესზე, იმედია ჩაერთვება, თუ არ ჩართავენ ეს იქნება კიდევ ერთხელ მისი უფლებების დარღვევა, თუმცა ჩვენ პროცესის გაჩერებას არ ვაპირებთ, მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, ამიტომ პროცესი გაგრძელდება და მოწმეები დაიკითხებიან”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

კომისიის დასკვნის შემდეგ, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე 9 დეკემბერს უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო.

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა არ ჩართო.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics