2022-12-09 13:00:21, 986 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან პოლიტიკოსებიც.
მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული და საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,