19:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-05 16:31:44, 803 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს

იუსტიციის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ბუბა ლომუაშვილმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქალბატონმა ანნა ჩერნიშოვამ.

ბატონი ბუბა ლომუაშვილის ხელმძღვანელობით,  შეხვედრაზე საკონსულტაციო ჯგუფის კონცეფცია და 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს. დოკუმენტი შშმ პირთა უფლებების რეალიზებისათვის მიმდინარე წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებს მოიცავს. მათ შორისაა: საკანონმდებლო სისტემის რევიზია და გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან მისი შესაბამისობის ანალიზი; ელექტრონული სერვისებისა და ვებგვერდების ხელმისაწვდომობის მიზნით ჩატარებული სამუშაოები; სისტემის თანამშრომელთა გადამზადება შშმ პირთა უფლებათა დაცვის საკითხებზე; ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში, რომელიც მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის საშეღავათო პირობებით გაცემას ითვალისწინებს.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ დისკუსია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები და აქტივობები განიხილეს.

შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა, პროექტის − „ადამიანის უფლებები ყველასთვის - II ფაზა" ფარგლებში.  შეხვედრა მიეძღვნა შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, რომელიც, 1992 წლიდან აღინიშნება.

საკონსულტაციო ჯგუფი შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის პროცესის ინკლუზიურობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. მისი მიზანი შშმ პირთა უფლებების დაცვის წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა ჩართულობისა და მონაწილეობის უზრუნველყოფაა. ჯგუფი დაკომპლექტებულია იუსტიციის სამინისტროსა და  სსიპ-ების, არასამთავრობო სექტორის, შშმ თემის წარმომადგენლებისაგან. საკონსულტაციო ჯგუფის სამდივნოს ფუნქციას სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი ასრულებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics