|
2022-12-04 12:46:25, 874 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ნაძალადევის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა 2006 წლის კონვენციისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონში არსებული მუხლების პოპულარიზაციიისა და იმპლემენტაციის პროცესების დაჩქარების ხელშეწყობა. ნაძალადევის გამგეობასა და რაიონში მოქმედი შშმ ქალთა ორგანიზაცია „ქალი და რეალობას“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რაც მიზნად ისახავს ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში შემდგომ თანამშრომლობას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და ორგანიზაციის დამფუძნებელმა თამარ მაჭარაშვილმა. „სპეციალური შესაძლებლობების მქონე ქალთა გაერთიანება „ქალი და რეალობასთან“ ერთად დავსახეთ სამოქმედო გეგმა და გავაფორმეთ მემორანდუმი, რაც მიზნად ისახავს ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში შემდგომ თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, ვუერთდებით 16-დღიან კამპანიას, რომლის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დედაქალაქის მერის შშმ პირების საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა, მთავრობის წარმომადგენლებმა, ასევე, თბილისის მერიისა და ნაძალადევის გამგეობის თანამშრომლებმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)