|
2022-12-02 15:42:34, 840 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე - ძალიან ცუდადაა, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ვერ დადის
ამდენი ხანია არ მინახია, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ძალიან ცუდადაა, ვერ დადის, - ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. როგორც ადვოკატმა კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა, ექსპრეზიდენტი დათანხმდა ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარებას, თუმცა მათი ექსპერტების თანდასწრებით. "პირველი რაც მინდა ვთქვა, მე ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახია, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ძალიან ცუდადაა, ვერ დადის, საწოლიდან. მე ბოლოს ვნახე ბოლოს რომ პროცესი იყო მაგის მეორე დღეს, ახლა ილია მიეხმარა საერთოდ რომ ოდნავ მაინც წამომჯდარიყო, ძალიან ცუდი სიტუაციაა. დათანხმდა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, ჩვენ არ ვიყავით ამის წინააღმდეგი, ერთადერთი მოვითხოვე, რომ ექსპერტიზის ჩატარებას დასწრებოდა ჩვენი ექსპერტები", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)