21:16 - 02 Feb, 2023
2022-11-30 23:21:45, 643 ნახვა
საზოგადოება
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
![]() ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რეინჯერებისა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი მუშაობით, ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა. დაკავებული იქნა ორი ბრაკონიერი, რომელთაც აღმოაჩნდათ მოკლული ჯიხვი, ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს უწყების თქმით,ანტიბრაკონიერულ ღონისძიებაში, ერთობლივად, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები და სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის N5 სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართული. ამოღებულ იქნა არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და გლუვლულიანი სანადირო თოფი. დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება იკრძალება და ისჯება კანონის შესაბამისად. ერთად დავიცვათ საქართველოს ბუნება!
|
ომი უკრაინაში![]() ევროკავშირმა უკრაინას კიდევ 500 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი გამოუყო
ლაიენი - EU ომის წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს
![]() უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 129 030-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE ლავროვი: დასავლეთის ზეწოლის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის გამბედაობა პატივსაცემია
|