13:25 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 17:09:24, 577 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ტაშკენტში იმყოფება. 

ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარესთან  აკმალხუჯა მავლონოვთან.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მხარეებმა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ რთულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. 

"ამავე ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის დელეგაციის წევრებმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართეს უზბეკეთის საბაჟო ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან და მოინახულეს საბაჟო ინსტიტუტი, ტექნო-პარკი და სხვა საბაჟო ორგანოები. 

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე აკმალხუჯა მავლონოვი ხელს მოაწერენ “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური პირობების დოკუმენტს”.  მხარეები, ასევე ხელს მოაწერენ “2023-2024 წლებში უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის გეგმას”.

აღნიშნული ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახურის უფროსი ჯონი შურღულაია, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია - უზბეკეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში მიმდინარეობს", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics