|
2022-11-30 16:41:29, 847 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურაში ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების თემაზე კონფერენცია გაიმართა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, აშშ-ის საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების თემაზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა, საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უწყებების, აშშ-ის საელჩოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პარლამენტის წარმომადგენლები და მოსამართლეები ესწრებოდნენ. გენერალური პროკურორის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს პროკურატურის მიერ 2014 წლიდან დღემდე განხორციელებულ რეფორმებზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებთან მიმართებით. გიორგი გაბიტაშვილმა ხაზი გაუსვა მსგავს დანაშაულებზე უწყების მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას და პროკურორთა სპეციალიზაციის მნიშვნელობას. ასევე, ყურადღება გაამახვილა დაზარალებულთა მხარდაჭერის და ფემიციდის პრევენციის მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას კამპანიის აქტიური მხარდაჭერისთვის. კონფერენციაზე, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფემიციდის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული აქტივობების შესახებ, კონფერენციის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინეს. კონფერენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები, ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევები; გარდა ამისა, იმსჯელეს ფემიციდის სისხლის სამართლის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევებსა და სხვა მნიშვნელოვან კრიმინოლოგიურ ასპექტებზე. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია: მონაწილეებმა განიხილეს მოძალადეთა მიმართ არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკის, ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით განხორციელებული აქტივობების და დასაგეგმ პრევენციული ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები. ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ფემიციდის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება, პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)