|
2022-11-29 13:51:58, 988 ნახვა
საზოგადოება
სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებულ შემდეგ ეტაპზე, ქუჩების გამტარიანობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობა გაიზრდება
სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შედეგად, ქალაქში გადაადგილება ყველასთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და მოსახლეობას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპები გააცნო. მისი თქმით, 2023 წლიდან ავტობუსების პარკის განახლების პროცესი გაგრძელდება. „2023 წელს შევისყიდით 18-მეტრიან 200 ერთეულ ავტობუსს, 2023-2024 წლებში კი პროცესი დასრულდება. ეს დამატებით გაზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობას და დღიურად, 2 000 000-ით მეტი მგზავრობის შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მეტროპოლიტენის განახლებისა და მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება. „მეტროპოლიტენის განახლება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ძალოვანი კაბელები შეიცვალა, გამაგრილებელი სისტემები განახლდა. ამასთანავე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვთანამშრომლობთ და გაგრძელდება მეტროსადგურების რეაბილიტაცია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მომავალი წლიდან ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემა დაინერგება. „2023 წლიდან დაიწყება ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა, საცობების აღმოჩენა რეალურ დროში ინციდენტებზე, სწრაფი რეაგირება საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სპეცტრანსპორტის პრიორიტეტულობა. შედეგად, მეტად მოწესრიგებულ და აჩქარებული მოძრაობას, ასევე, შემცირებულ საცობებს მივიღებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზეც ისაუბრა. „ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე, A კატეგორიის ტაქსის ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ. ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი დარჩება უცვლელი. ტაქსის ნებართვების ბაზრის მომსახურება განხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. ნებართვით სარგებლობა შესაძლებელი იქნება, როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის, გირავნობისა და რეალიზაციის ფორმით გადაცემით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული ეტაპების დასრულების შემდეგ, 2017 წელთან შედარებით, დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დაახლოებით, 110 000 ადგილით მეტი იქნება. „2017 წელთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობა 110%-ით გაიზრდება და დამატებით, დაახლოებით, 110 000 ადგილს მივიღებთ. ქუჩების გამტარუნარიანობა 70%-ით გაიზრდება. ქუჩების გამტარუნარიანობა ყველასთვისაა, ამის საუკეთესო მაგალითია ჭავჭავაძის გამზირი. ეს მიდგომა გაგრძელდება სხვა ქუჩებთან და გამზირებთან მიმართებითაც. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდა წლიურად 10% იქნება და ქალაქში 30%-ით ნაკლებ დროში გადაადგილების შესაძლებლობა მოგვეცემა. გადაადგილება პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)