|
2022-11-29 13:13:14, 674 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას იწყებს
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გახსნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტი კამპანია ,,გახდი ნაფიცი მსაჯულის" ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მასში ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროექტის მხარდაჭერისთვის და სწავლების პროცესში მონაწილე სტუდენტებს წარმატებები უსურვა. გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, კამპანიის ფარგლებში მოქალაქეთა სათანადო ინფორმირება დადებით შედეგებს გამოიღებს ორი ძირითადი მიმართულებით: გაიზრდება დაინტერესება მსაჯულთა სასამართლოს მიმართ და რაც მთავარია გაცილებით მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს პროცესში, რომელიც გამორჩეულ ადგილს იკავებს საქართველოს თანამედროვე მართლმსაჯულების ისტორიაში. "იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ინსტიტუტის შესახებ, გააცნობიეროს სამოქალაქო ვალდებულების შესრულების მნიშვნელობა და იგრძნოს მისი წილი პასუხისმგებლობა სამართლიანობის აღსრულების პროცესში, ჩვენ საერთო ძალებით და მობილიზაციით, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით კიდევ არაერთ ღონისძიებას ჩავატარებთ და ვიმედოვნებ ჩვენი საერთო მონდომებით შევძლებთ და დროის მოკლე მონაკვეთში ამ გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით" - აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ. როგორც შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივმა მრჩეველმა ლენა ოუენსმა განაცხადა, სტუდენტები ამ პერიოდის განმავლობაში დეტალურად გაეცნობიან თუ რას ნიშნავს და როგორ მუშაობს ნაფიც მსაჯულთა სისტემა. "ჩვენ, ამერიკის საელჩო, მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებას, რომლის მსგავსიც პრაქტიკულად არ გვქონია. უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ პროექტს პროკურატურა ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ძალიან კარგია, რომ ტრენინგებში მონაწილეობისთვის ათი უნივერსიტეტიდან არიან სტუდენტები შერჩეული, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში უფრო კარგად გაიგებენ თუ რას ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა სისტემა და როგორ მუშაობს იგი. ჩვენი საელჩო საქართველოში 13 წელია რაც ხელს უწყობს ამ სისტემის ჩამოყალიბებას და ახლა მოხარულები ვართ, რომ სტუდენტებიც ჩაერთვებიან ამ პროექტის ფარგლებში, რადგან ისინი მომავალი პროფესიონალები არიან" - აღნიშნა ლენა ოუენსმა. პროექტი საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოების და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით, INL-ის ბიუროს ხელშეწყობით ხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა თემაზე „კამპანია გახდი ნაფიცი მსაჯული - კამპანიის როლი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების პროცესში" პრეზენტაცია გამართა.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)