23:14 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 11:09:33, 1249 ნახვა

საზოგადოება
არსებობს საშიშროება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს - „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი

სამედიცინო ცენტრი "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე არ არის, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ მისი დიაგნოზი კიდევ უფრო დამძიმდეს. 

როგორც ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, ექსპრეზიდენტს უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო პროცესი და უახლოეს დღეებში დამატებით კვლევების ჩატარება იგეგმება.

"კრიტიკულად მძიმე ნამდვილად არ არის, მაგრამ ყოველთვის არსებობს საშიშროება მისი დიაგნოზებიდან გამომდინარე, გართულებების. ჩვენ ვამბობთ, რომ ესა თუ ის დაავადება ხდება პროგრესირებადი და არსებობს იმის საშიშროება, რომ მისი მდგომარეობის გართულდეს. უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო პროცესი, შეიძლება რაღაც სხვა პირობებში, სხვა მკურნალობის მეთოდი იქნეს შემოთავაზებული. ჩვენ ამ სტატუსს შევაფასებთ , როდესაც სასამართლო გვკითხავს ამას. დამატებით ჩაუტარდება ისევ თავის კვლევა და ასევე, მიოგრაფია. არ არის გამორიცხული, რომ მდგომარეობა დამძიმდეს",- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. 

კითხვაზე, რატომ არ გასცა კლინიკა "ვივამედმა" მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დასწრების უფლება, ექიმი ამბობს, რომ "მისი დიაგოზებიდან გამომდინარე, არსებობს საშიშროება, რომ მდგომაროება კიდევ უფრო დამძიმდეს". 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. 

სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. ნინო ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე გამართლებული არ იყო.

25 ნოემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს. 

უფრო ადრე, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება".

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics