17:47 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 15:59:46, 535 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძე - გავერთიანდეთ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და ვთქვათ - არა ქალზე ძალადობას!

შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ქალების მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და  ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიისადმი  მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძემ  ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის დროული გამოვლენის მნიშვნელობაზე გაამახვილა  ყურადღება.

 „შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ქალების მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული, რომელსაც დადებითი შეფასება მოჰყვა როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუმცა,  რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვუსწორებთ იმ გამოწვევებს რაც კვლავ გვაქვს და ვხედავთ გამოსავალს თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს - ეს არის ჩვენი ერთიანობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ქალთა  მიმართ გენდერული ნიშნით   ჩადენილი  დანაშაულები, ოჯახში ძალადობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს არაერთი განვითარებული ქვეყნის გამოწვევაა. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც პოლიციას სჭირდება საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა ამ დანაშაულთან ბრძოლაში, დუმილი ამ ტიპის დანაშაულის ყველაზე დიდი წამახალისებელი ფაქტორია, ძალადობასთან წარმატებით საბრძოლველად უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ თუ იძალადა მკაცრად დაისჯება. უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გაითავისოს რომ თუ დანაშაულს დამალავს და თვალს დახუჭავს   ამით დამნაშავის მხარდამჭერი გახდება და ყველამ უნდა გაიაზროს და იცოდეს რომ მას შეუძლია შეაჩეროს მოძალადე. ეს გამოწვევა ყველას გვეხება და ის არ არის განცალკევებით რომელიმე ერთი უწყების. პოლიციის, მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლოს, განათლების სისტემის პრობლემა - ეს ყველას, ჩვენი დიდი გამოწვევაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით გააგრძელებს ღონისძიების გატარებას რათა მივიღოთ მეტი ნდობა, მეტი მომართვიანობა, გამოვიწვიოთ ამ თემაზე საზოგადოების სიფხიზლე და ერთად შევძლოთ მეტი ქალის დაცვა.

მჯერა რომ გაერთიანებული ძალებით ჩვენ ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით, გავერთიანდეთ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და ვთქვათ, რომ არა ქალზე ძალადობს”, - განაცხადა  ალექსანდრე დარახველიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ. მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო ღონისძიებები, სლოგანით - "არა ქალზე ძალადობას!" .
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ - თამილა ბარკალაიამ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - მიხეილ სარჯველაძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics