2022-11-24 12:21:40, 338 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ანკარაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს
![]() შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ საერთაშორისო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. წვრთნები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. სწავლება შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ნაწილისგან. პრაქტიკული კურსი დაყოფილი იყო ორ ეტაპად. პირველი ეტაპი მოიცავდა ავტომობილსა და ავტობუსზე, ხოლო მეორე ეტაპი - მატარებელსა და თვითმფრინავზე იერიშის სიმულაციურ წვრთნებს. კურსის ძირითადი ამოცანა იყო ტერორისტის ამოცნობა და მისი გაუნებელყოფა, ასევე, პირადი შემადგენლობის ვერტმფრენით გადაყვანა დანაშაულის ადგილამდე და ევაკუაცია დანაშაულის ადგილიდან. აღნიშნული სწავლება, ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმაც გაიარეს. კურსი მიზნად ისახავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
რუსეთის პროკურატურამ ჟურნალისტ ნევზოროვისთვის 9 წლით სასჯელი მოსთხოვა
კულტურის სამინისტრო გელათზე - კვლევითი ცენტრის მეცნიერთა ვიწრო ჯგუფი პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება სამინისტროს
ირანის სასამართლომ ახალგაზრდა წყვილს ქუჩის ცეკვისთვის 10,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
Transparency International - უნგრეთი ევროკავშირში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა
|
ომი უკრაინაში![]() უკრაინოს საგარეო - ხორვატიის პრეზიდენტი უკრაინის ტერიტორიულ მთლიაობას ფაქტობრივად ეჭვქვეშ აყენებს
![]() კულება - პირველ ტალღაში უკრაინა140-მდე ერთეულ თანამედროვე, დასავლური მოდელის ტანკს მიიღებს
![]() კირილენკო - რუსებმა დაბომბეს ბახმუტი და ნანგრევებად აქციეს, არის მსხვერპლი
ვიდეო/LIVE ლავროვი: დასავლეთის ზეწოლის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის გამბედაობა პატივსაცემია
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, EU-ს 12 რეკომენდაცია შეასრულოს
დღის თემა
|