03:10 - 05 Dec, 2022
რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 11:23:12, 349 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი - სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თხოვნით მივმართეთ, ვინაიდან სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მივმართეთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს და ვთხოვთ, რაც შეიძლება სასწრაფოდ მიმიღოს, ვინაიდან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის შეწყალების მოთხოვნით არ მიუმართავს, თუმცა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებას ითხოვს. 

"მივმართეთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს და ვთხოვთ მას, რომ მე მიმიღოს პირადად, მოხდეს აუდიენცია, რაც შეიძლება სასწრაფოდ, ვიანიდან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და ნებისმიერი წუთ მნიშვნელოვანია. მე ვითხოვ, რომ შევხვდე, გავაცნო საქმის მასალები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე საექსპერტო დასკვნა და ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, ამ ქვეყნისთვის შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან რა გამოსავალი შეიძლება მივიღოთ. 

შეწყალებაზე არ მიმართავთ,ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება და შევხვდებით და ვნახოთ. ვთხოვთ, სასჯელის გადავადებას. პრეზიდენტს აქვს სხვა პოლიტიკური მექანიზმები, შეხვდეს მთავრობას და გაიაროს ეს საკითხები და იმსჯელონ",- განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილი ჩაიბარა და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, შეხვდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი შალვა ხაჭაპურიძეს. 

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, რომელმაც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოუწოდა, ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რათა "საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ".

პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის საკითხზე კიდევ ერთი განცხადება „ვივამედშიც" გაკეთდა. კლინიკის დირექტორი, ზურა ჩხაიძე ამბობს, რომ პაციენტ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევები არაერთგზის აქვს ჩატარებული.

21 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოწამვლაზე ეჭვი "არასდროს ჰქონია და სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა". 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რამდენად უსაფრთხოა აპლიკაცია Lensa რომლის ბუმი საქართველოშიც დაიწყო და რომელიც რუსებმა შექმნეს
ერმაკი - ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის - თანავუგრძნობ ჩვენს ქართველ ძმებს
თურქმა სამართალდამცველებმა სირიის ჩრდილოეთში 18 ტერორისტი დააკავეს
ირანში „მოსადთან“ თანამშრომლობის ბრალდებით 4 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

„შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics