2022-11-22 22:37:03, 989 ნახვა
საზოგადოება
ილია II რუსეთის პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს - ამ რთულ დროში გისურვებთ ყველა ღვთაებრივ სიკეთეს
ამ რთულ დროში გისურვებთ ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა, ილია II-მ განაცხადა და რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა.
მილოცვის ტექტს უცვლელად გთავაზობთ :
"მის უწმინდესობას კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ!
ქრისტეში სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს!
ამ რთულ დროში გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის.
უფალმა დაგიცვათ თქვენ და თქვენი სამწყსო!
ქრისტესმიერი სიყვარულით".- ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,