01:54 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 14:26:44, 636 ნახვა

საზოგადოება
ვერეს ხეობაში ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ვერეს ხეობაში, გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარედ ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოებს გაეცნენ. ფერდის გასამაგრებლად რკინა-ბეტონის ხიმინჯოვანი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.

„ეს ადგილი წარმოადგენდა საფრთხეს, მოსახლეობის ძალიან დიდი თხოვნა იყო ამ პროექტის განხორციელება და რა თქმა უნდა, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. მიწის ქვეშ, ცხრა მეტრის სიღრმეში კეთდება ხიმინჯები. კედლის სიგანე დაახლოებით 140 მეტრი იქნება, ხოლო სიმაღლეში იქნება 9 მეტრი. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ვაკის რაიონის გამგეობა განახორციელებს კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის მოსახლეობის უსაფრთხოება და ჩვენ ვხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ის საფრთხე, რაც ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას, ყველანაირად მოხსნილი იქნება“,  – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით სამი მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულება 2023 წლის თებერვალში იგეგმება.

ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics