2022-11-22 11:10:39, 792 ნახვა
საზოგადოება
დიღომში, აღსრულების ეროვნული ბიურო ერთი ოჯახის გამოსახლებას ცდილობს
თბილისში, დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აღსრულების ეროვნული ბიურო ერთი ოჯახის გამოსახლებას ცდილობს.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული, თუმცა გამოსახლების პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
კორპუსთან რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიციას ოჯახის გამოსახლების საშუალებას არ მისცემენ.
"რამდენიმე წლის წინ დაიწყო ექვსი ათასი დოლარიდან და ავიდა 38 ათას დოლარზე. რა თქმა უნდა, სარგებელი ჩვენ არ გვინახავს და ქალბატონს ახლა უნდა რომ მიისაკუთროს. ადვოკატის პირით შევუთვალეთ და აიღოს კუთვნილი ფული, ისე რომ საგირაო ფული მაინც დამრჩეს, მაგრამ ახლა უარს ამბობს",- ამბობს სახლის მეპატრონე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,