|
2022-11-21 10:18:36, 973 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა „ფერმერის დღე 2022“-ის დაჯილდოების ცერემონია მისასალმებელი სიტყვით გახსნა
„ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა. სახელმწიფოს ექნება ახალი პროგრამები, ახალი ინიციატივები, რომელიც კონკრეტულ საჭიროებებზე იქნება მორგებული. ძვირფასო ფერმერებო, თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ დაუღალავი შრომისთვის. თქვენ ქმნით პროდუქტს და იმკვიდრებთ თავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მე პირადად, როგორც მინისტრი გპირდებით, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი მხარდამჭერი. გილოცავთ დღევანდელ დღეს და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ღონისძიებაზე წლის ფერმერები 11 ნომინაციაში (წლის ახალგაზრდა ფერმერი, წლის ქალი ფერმერი, წლის კაცი ფერმერი, წლის ინოვაციაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი, წლის უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის აღმოჩენა ფერმერი, წლის რეგიონს დაბრუნებული ფერმერი, წლის ეკომეურნეობაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი ფერმერი, გმირობის ნაყოფი) გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, დიპლომები გადაეცათ. კონკურსში მონაწილე ფერმერები, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა შეარჩიეს. თითო ნომინაციაზე წარდგენილი 3 ნომინანტიდან გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ფერმერთა პროდუქციის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას, ფერმერებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ 20 ნოემბერი ფერმერის დღედ 2015 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ყოველწლიურად აღინიშნება. ფერმერის დღის ფარგლებში, ქართული აგროპროდუქტის გამოფენა გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ (მე-6 პავილიონი) ტერიტორიაზე გაიმართა.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)