|
2022-11-17 17:42:07, 3603 ნახვა
სპეციალური ანონსი
ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს
ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. პრემიერ-მინისტრს პლენარულ სხდომაზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან და ასევე “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მოუწევს საუბარი. ირაკლი ღარიბაშვილი, ინტერპელაციის წესით, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა: გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ, თამარ კორძაიამ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ დაიბარეს. დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს შემდეგი კითხვებით მიმართეს: რა სამუშაოები იქნა გაწეული საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად და როგორია თქვენი მოლოდინი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით? საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიუღებლობის შემდეგ მმართველი პარტიის არა ერთი წარმომადგენელი ამ ფაქტს ხსნიდა იმით, რომ რადგან საქართველო არ ჩაერთო ომში, ამის გამო მოხდა ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა, რაც ასევე დაადასტურეს თავიანთ არა ერთ წერილში “ქართული ოცნებისგან“ გამიჯნულმა დეპუტატებმა. რადგანაც დღემდე არ მომხდარა მთავრობის მხრიდან ამ ტიპის განცხადებების უარყოფა, როგორია დღეს მთავრობის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ხედავთ თუ არა ამ ტიპის განცხადებებში რუსული ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი დეზინფორმაციის და მოქალაქეების ფსიქოლოგიური ტერორის ნიშნებს? უკრაინაში რუსულმა აგრესიამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ რუსეთი თავის ეკონომიკურ ბერკეტებს და ენერგო რესურსებს იყენებს მისი სამხედრო, პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მიღწევისთვის. შესაბამისად, რა გაკეთდა “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკურად, სასურსათო და ენერგო უსაფრთხოების კუთხით ნაკლებ დამოკიდებული გამხდარიყო რუსეთის ფედერაციაზე და ნაკლები ზემოქმედების ბერკეტები ჰქონოდა საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოზე? ამასთან, ღარიბაშვილის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართება. ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა ღარიბაშვილს საინტერპელაციო კითხვები სექტემბერში გაუგზავნეს, თუმცა ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მოსმენა ნოემბრისთვის გადაიდო.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)