2022-11-16 13:06:10, 857 ნახვა
საზოგადოება
სეს - გლდანში, შპს „ლიდერის“ შემოწმებისას, ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის დნმ-ი გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახეობრივი კვლევის შედეგად ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა.
უწყების თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერის“ (გლდანი ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) შემოწმებისას, სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.
კვლევის შედეგად ფარშის შემადგენლობაში ცხენის და ვირის დნმ-ი გამოვლინდა. ობიექტს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში , პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა დაევალა, რის აღსრულებაზეც ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს. ასევე, სააგენტოს ინსპექტორებმა, გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ , მოკვლევის მიზნით აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავ უწყებებს გადასცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,