06:03 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 12:07:54, 807 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მეტროსადგურ „ახმეტელზე“ პრობლემის აღმოსაფხვრელად მოკლე და გრძელვადიან პროექტებზე ვმუშაობთ

მუნიციპალიტეტის მერია მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ე.წ. ტურნიკეტებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურის შესასვლელთან წარმოქმნილ პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურაა.   

„დღეს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა ე.წ. ტურნიკეტებთან დაკავშირებით - ვერ ატარებდა მგზავრების შესაბამის რაოდენობას, რამაც გამოიწვია მეტროს გარეთ მოქალაქეების თავმოყრა. მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, პრობლემას წარმოადგენს მოძველებული ინფრასტრუქტურა, თუმცა, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. როგორც იცით, დაწყებული გვაქვს პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტს. მოკლევადიანის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ტურნიკეტების რაოდენობა გაიზრდება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩავიდეს მეტროში. მეორე, გრძელვადიანი პროექტი გულისხმობს „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის გაკეთებას, რომელსაც „აზიის განვითარების ბანკთან“ ერთად ვახორციელებთ და საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით ინფორმაციას, რა ეტაპზე ვართ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics