|
2022-11-15 09:21:14, 969 ნახვა
საზოგადოება
Google Pay „ლიბერთის" ნებისმიერი ბარათის მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია
2022 წლის 15 ნოემბრიდან, "ლიბერთი" თავის მომხმარებელს მარტივ და უსაფრთხო გადახდის საშუალებას Google Pay-ს სთავაზობს. Google Pay-ს საშუალებით უკონტაქტო გადახდები და ციფრული საფულე "Google Wallet" უკვე ხელმისაწვდომია Android და WearOS მხარდაჭერის მოწყობილობებზე. ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს სადებეტო და საკრედიტო ბარათების Google Wallet-ში დამატება დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ. გუგლის ციფრული საფულე და გადახდის მეთოდი, მათ მისცემს გადახდის უსაფრთხო საშუალებას ნებისმიერ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომია გადახდის უკონტაქტო სერვისი. ბარათის მფლობელები შეძლებენ ისარგებლონ ყველა იმ ბენეფიტით, რომელიც ლიბერთის ბარათზეა მათთვის ხელმისაწვდომი. მომხმარებლის ინფორმაციის სრულად დაცულობისთვის, Google Pay-თ გადახდისას, გათვალისწინებულია უსაფრთხოების რამდენიმე დონე, რომელიც კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას სძენს ლიბერთის ბარათებს. მათ შორისაა საერთაშორისო სტანდარტების ტოკენიზაცია, რომელიც ნიშნავს, რომ Google Wallet-ში დამატებული ბარათით გადახდისას, ტრანზაქციები ხორციელდება ბარათის ვირტუალური ნომრით (ტოკენით). თითოეული ტოკენი მორგებულია კონკრეტულ მოწყობილობაზე და ასოცირებულია დინამიურ უსაფრთხოების კოდთან, რომელიც ცვალებადია ყოველ ახალ ტრანზაქციაზე. ასევე, ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში, ‘Find My Device’ ფუნქციის გამოყენებით მარტივია ტელეფონზე წვდომის შეზღუდვა, ახალი პაროლის დაყენება, ან პერსონალური და ფინანსური მონაცემების სრულიად წაშლა. „Google Pay მომხმარებელს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს Android და WearOS მოწყობილობებზე 45-ზე მეტ ქვეყანაში სთავაზობს. მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ დაამატონ თავისი სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet-ში და იყვნენ თავდაჯერებულები, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია დაცული და უსაფრთხოა ნებისმიერი შენაძენისას“ - ჯენი ჩენგი, Google Wallet-ის ვიცე პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი. „Google Pay-ს მხარდაჭერის ჩართვა ლიბერთის ბარათის მფლობელებისთვის, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, ლიბერთის ორიენტირებულობას მომხმარებლებისთვის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ინოვაციებისკენ სწრაფვაზე. ჩვენი ცხოვრება ყოველდღიურად უფრო ციფრული და მობილური ხდება - იგივე ვრცელდება საბარათე ოპერაციებზეც. ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ ანდროიდის მობილური მოწყობილობებით გადახდა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მარტივ, უსაფრთხო და ეფექტურ საბარათე გადახდებს. Google Wallet სრულად ციფრულ გადახდის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს, თანაც ბარათის მონაცემებს უსაფრთხოდ იცავს. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან, ლიბერთის ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა Google Pay-ის უკონტაქტო გადახდებით ისარგებლოს და ამავდროულად გამოიყენოს ლიბერთის ბარათების ყველა პირობა და ლოიალობის პროგრამები. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს ინტენსიური მუშაობისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ერთ-ერთი ისეთი პროდუქტია, რომელიც ეხმიანება ბანკის მისიას - გავაუმჯობესოთ ადამიანების, მათი ოჯახებისა და ბიზნესების ცხოვრება საქართველოში.“ - გიორგი ქოროღლიშვილი, დისტანციური არხების, ბარათების განვითარებისა და ლოიალობის მიმართულების დირექტორი. როგორ დავამატო ბარათიGoogle Wallet-ში ლიბერთის მობაილ ბანკიდან?
როგორდავამატო ბარათიGoogle Wallet-ში?
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)