00:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 12:43:44, 400 ნახვა

გიგაური: მაშინ, როცა ჩვენს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანიაა, ღირსეული კანდიდატების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ გვსურს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა  გიგაურმა ის მიზეზები განმარტა, რის გამოც პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატს არ შესთავაზებენ.
როგორც გიგაურმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, იმ ვითარებაში, როცა მათ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია  მიმდინარეობს, ბევრი ღირსეული კანდიდატის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ სურთ.   გიგაურის შეფასებით, სწორედ იმის გამო, რომ კანდიდატი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ წარდგენილი იქნება, პარლამენტის უმრავლესობამ მას შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს.
"მაშინ,  როდესაც ჩვენს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანიაა,  ჩვენ არ გვინდა,  უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი.  რადგანაც ვფიქრობთ, რომ ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ წარვადგენთ, მას შეიძლება მხარი არ დაუჭიროს პარლამენტის უმრავლესობამ. თუმცა ჩვენ როგორც იცით ამ პროცესში ჩართულები ვიყავით და კრიტერიუმების დადგენაშიც მოვიღეთ აქტიური მონაწილეობა",-განაცხადა ეკა გიგაურმა.
ამასთან, გიგაურმა  პროფესიულ წრეებს, უნივერსიტეტებსა და სხვა ჯგუფებს მოუწოდა, ამ მიმართულებით  იაქტიურონ, რათა საბოლოოდ  პრეზიდენტს  დიდი არჩევანი ქონდეს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კომპეტენტურ პირებს მოუწოდა,  უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატები 9 თებერვლამდე წარადგინონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics