08:35 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 10:31:57, 1117 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტამ“, ტელემაუწყებლობის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი არხის მარკა გამოსცა

10 ნოემბერს, „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საზოგადოებრივი მაუწყებელის მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს პირველი ტელევიზიის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკის „პირველი ტელემაუწყებლობა საქართველოში“ პრეზენტაცია. 

ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს  „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს პირველი ტელესახეები. ღონისძიება გაიმართა საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში.

მარკა, რომელზეც გამოსახულია სატელევიზიო ანძა, მიმოქცევაშია 2022 წლის სექტემბრიდან და ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე პირველი მაუწყებლის მარკით არის შესაძლებელი. მარკის ესკიზზე „საქართველოს ფოსტამ“ და პირველმა არხმა ერთობლივად იმუშავეს. მარკის ავტორები არიან შორენა ხომერიკი და გიორგი მამულაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ 1956 წლის 30 დეკემბერს, ზუსტად 65 წლის წინ, ფუნიკულიორზე, მთაწმინდის ანძასთან სადიქტორო–სამაკეტო სტუდიიდან, ქვეყნის ისტორიაში პირველი პირდაპირი ეთერი შედგა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics