00:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 12:18:22, 330 ნახვა

"ადვოკატთა ასოციაცია" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ორშაბათს წარადგენს

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პრეზიდენტს ორშაბათს შესთავაზებს. ამის შესახებ ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და არჩევანს რამდენიმე კანდიდატს შორის გააკეთებენ.
"ჯერჯერობით არვიცი ვის წარვადგენთ. კვირას გადავწყვეტთ და ორშაბათს  11:00 საათზე პრესკონფერენცია გვაქვს და წარვადგენთ.რამოდენიმე კანდიდატია და ვარჩევთ",-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კომპეტენტურ პირებს მოუწოდა,  უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატები 9 თებერვლამდე წარადგინონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics