00:29 - 16 Nov, 2026
|
2022-11-08 17:28:16, 4166 ნახვა
Lifestyle
ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დაქორწინდა უკრაინელ ქალზე, რომელიც ლტოლვილად მიიღო და სახლში შეიფარა
ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ირჟი ოვჩაჩეკი იმ უკრაინელ ქალზე დაქორწინდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ლტოლვილად მიიღო. როგორც ჩეხური გამოცემა „ბლესკი“ ორ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით წერს, 43 წლის ოვჩაჩეკი პარასკევს დაქორწინდა და ამჟამად თაფლობის თვეში იმყოფება. მედიის ცნობით, ის თავის რჩეულს გაზაფხულზე შეხვდა. ოვჩაჩეკის ცოლი უკრაინიდანაა და ისინი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა პრესმდივანმა, ლტოლვილთა დახმარების ფარგლებში, საცხოვრებელი შესთავაზა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალს სკოლამდელი ასაკის ვაჟიც ჰყავს. ოვჩაჩეკმა ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის პრესმდივანის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



