09:51 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 17:27:39, 1088 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ერეკლე მეფის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

ერეკლე მეორის დაბადებიდან 302 წელი გავიდა. თელავში საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და უწყების სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაესწრო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს მუზეუმში ქალაქ თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა პირადად უმასპინძლა.

ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილობრივ მოქალაქეებს გაესაუბრა და „ერეკლეობა“ მიულოცა. მან თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში ხელნაკეთი ნაწარმის საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა. ასევე, საბრძოლო ხელოვნების ჯგუფის საჩვენებელ გამოსვლას დაესწრო.

მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი ერეკლე II-ის ისტორიული სასახლესა და სასახლის კარის ეკლესიაშიც იმყოფებოდა. თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, „ერეკლეობა“, იგივე თელავქალაქობა 7 ნოემბერს ყოველწლიურად აღინიშნება. მოსახლეობა სახელოვანი მეფის იუბილეს ტრადიციულად კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღნიშნავს და სტუმრებს მთელი საქართველოდან მასპინძლობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics