2022-11-04 16:23:00, 1244 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა.
ჯიშკარიანმა ასევე დასძინა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, რაც სავარაუდოდ მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარეობს ინფექციურ-ინტოქსიკაციური პროცესი.
"ვფიქრობთ, რომ პრობლემა არის დიაგნოსტიკა. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმება არის მოსალოდნელი. ტემპერატურის მატებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სადღაც არის ინფექციურ-ინტოქსიკაციური პროცესი, ეს ჩემი მოსაზრება გახლავთ. საჭიროა სასწრაფოდ გადაყვანა, სწორი დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია" - განაცხადა ჯიშკარიანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,