12:21 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 15:04:04, 1191 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორი შემოდის

4 ნოემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას პირველი ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორი კომპანია hallo იწყებს. კომპანია აეროპორტის მგზავრებს კონკურენტუნარიან  ფასებსა და მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებს. hallo-ს სერვისით სარგებლობა საქარველოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. 

hallo არის ახალი მობილური ოპერატორი კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც მოფრენის დარბაზში სხვა მობილურ ოპერატორებთან ერთად მგზავრებს ტელეკომუნიკაციის სერვისს შესთავაზებს. 

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს პროდუქტებისა და სერვისების შერჩევისას სხვადასხვა ალტერნატივის საშუალება ჰქონდეთ, ამასთან, კომპანიებს შორის კონკურენცია ზრდის მგზავრებისთვის შეთავაზებული სერვისების ხარისხს და არეგულირებს ფასებს. hallo-s გამოჩენით, ჩვენი აეროპორტის მგზავრებს, უკვე არსებულისგან განსხვავებულ და უშუალოდ ტურისტებზე მორგებულ და ხელსაყრელ პაკეტებს შევთავაზებთ, რადგან მსგავსი ტიპის ოპერატორი უფრო მოქნილია მოგზაურების და ტურისტებისთვის სეგმენტირებული პაკეტების შეთავაზების კუთხით. ობიექტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში მაგთის, სილქნეთისა და ბილაინის გვერდით განთავსდება,-‘’განაცხადა საქართველოს  აეროპორტების გაერთიანების არასაავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ინგა ბაკურიძემ.

hallo მომსახურებას ბაზარზე უკვე არსებული ოპერატორების ინფრასტრუქტურის დახმარებით უზრუნველყოფს. მსგავსი პრაქტიკა არსებობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც ამ ტიპის ვირტუალური მობილური ოპერატორები კონკრეტული მომხმარებლების სეგმენტაციით გამოირჩევა, რაც მათი პაკეტების შეთავაზებებშიც აისახება. საქართველოში მობილური კავშირის სამყაროში Hallo-ს მსგავსი კომპანიის გამოჩენა მომხმარებლის არჩევანს უფრო მრავალფეროვანს ხდის და მათზე მორგებულ სეგმენტირებულ სერვისებს სთავაზობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
ყირგიზეთის შემდეგ კობახიძე ტაჯიკთში წავიდა
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics